saqarTvelos mdinareebi - frone

 

ფრონე (აღმოსავლეთის, შუა, დასავლეთის) - მდინარეები აღმოსავლეთ საქართველოში. სათავეები აქვთ ლიხის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე.

აღმოსავლეთის ფრონეს (მტკვრის მარცხენა შენაკადი) სათავე აქვს ზღვის დონიდან 1705 მ-ზე. სიგრძე 41 კმ, აუზის ფართობი 231 კმ². მარცხნიდან ერთვის წუნარისხევი.

დასავლეთის ფრონეს (ფცის ერთ-ერთი შემდგენელი) სათავე აქვს ზღვის დონიდან 1582 მ-ზე. სიგრძე 38 კმ, აუზის ფართობი 385 კმ². მარჯვნიდან ერთვის ლოპანისწყალი, ნაცარგორისღელე, ღოღურა.

შუა ფრონეს (დასავლეთის ფრონის მარცხენა შენაკადი) სათავე აქვს ზღვის დონიდან 1765 მ-ზე. სიგრძე 34 კმ, აუზის ფართობი 177 კმ².

მდინარეები საზრდოობენ თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობაა გაზაფხულზე, არამდგრადი წყალმცირობა - ზაფხულსა და ზამთარში, წყალმოვარდნები შემოდგომაზე. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან: აღმოსავლეთის ფრონის - 2,5 მ³/წმ, დასავლეთის ფრონის - 3,3 მ³/წმ, შუა ფრონის - 1,36 მ³/წმ. გამოყენებულია სარწავად.